ჩვენი ისტორია
ვზრდით ბიზნესს, არა მხოლოდ მცენარეებს
SmartGrow არის Project39-ის პასუხი თბილისის ბაზარზე: ცოცხალი მწვანე კედლები და ჰიდროპონიკური წარმოება, რომლებიც სანდოდ მუშაობენ - რადგან პროფესიონალი სერვის-გუნდი თითოეულ სისტემას ზურგს უმაგრებს.
როგორ დაიწყო
Project39-ის წარმოშობის ისტორია
სოფიამ და ანდრომ Project39 2019 წელს, პანდემიამდე ცოტა ხნით ადრე, დააფუძნეს. მათი პირველი პროექტი იყო შემოქმედებითი სივრცე, სადაც ტარდებოდა სხვადასხვა ვორქშოფი, გუნდური აქტივობები (Team Building), დაბადების დღეები და სხვა ღონისძიებები. პანდემიის შემდეგ, როდესაც გარემო და მოთხოვნები შეიცვალა, მათ საქმიანობას ახალი მიმართულება მისცეს და შექმნეს ავთენტური ნეაპოლური პიცის მობილური კონცეფცია. დღეს მათი პიცა საქართველოში ბევრისთვის კარგად არის ცნობილი და მისი დაგემოვნება სხვადასხვა ფესტივალზე, კორპორატიულ თუ კერძო ღონისძიებაზეა შესაძლებელი. SmartGrow არის Project39-ის ახალი მიმართულება. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში სოფიასა და ანდროს სჯერათ, რომ ადგილობრივად, ახალი საკვების წარმოება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება - განსაკუთრებით ქალაქებში, სადაც ბუნებასთან კავშირი და საკვების წარმოების შესაძლებლობები შეზღუდულია. ამ ხედვამ ისინი ინოვაციურ შიდა მოყვანის სისტემებამდე მიიყვანა. სხვადასხვა მოდელის შესწავლის შემდეგ გადაწყვიტეს, საქმიანობა B2B მიმართულებით დაეწყოთ და ბიზნესებისთვის შეეთავაზებინათ თანამედროვე, ეკოლოგიური და მარტივად სამართავი მოყვანის სისტემები. SmartGrow ეხმარება ოფისებს, რესტორნებს, სასტუმროებს, ველნეს ცენტრებს, საგანმანათლებლო სივრცეებსა და სხვა ბიზნესებს, თავიანთ გარემოში შექმნან ცოცხალი, მწვანე კუთხეები - დეკორატიული თუ საკვები მცენარეებით. კომპანია უზრუნველყოფს როგორც სისტემების შერჩევასა და მონტაჟს, ასევე მცენარეების შერჩევასა და სრულ მომსახურებას, რათა მომხმარებელმა მარტივად მიიღოს ჯანსაღი, ლამაზი და ყოველთვის ახალი მწვანილი. „ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი ტიპის პროექტისთვის, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიები ბუნების ხელოვნებას ერწყმის.“ — სოფია და ანდრო
მხოლოდ B2B
ჩვენ ავირჩიეთ ბიზნესი, არა მომხმარებელი
დღეს სულ უფრო მეტი ოფისი, სასტუმრო, რესტორანი, ველნეს ცენტრი, საგანმანათლებლო სივრცე და სხვა ბიზნესი ცდილობს, საკუთარ გარემოში სიმწვანე შემოიტანოს. იქნება ეს დეკორატიული თუ საკვები მცენარეები, ისინი სივრცეს უფრო ცოცხალს, ჯანსაღსა და სასიამოვნოს ხდის. თუმცა მცენარეების მოვლა ყოველთვის მარტივი არ არის. მათ სჭირდებათ შესაბამისი განათება, რეგულარული მორწყვა და მუდმივი ყურადღება. ხოლო ახალი მწვანილისა და არომატული ბალახების მოყვანა დახურულ სივრცეში, შესაბამისი ტექნოლოგიის გარეშე, ხშირად თითქმის შეუძლებელია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ საქმიანობა B2B მიმართულებით დაგვეწყო. ჩვენ ვთავაზობთ ბიზნესებს მათ საჭიროებებზე მორგებულ შიდა მოყვანის სისტემებს. ვეხმარებით სწორი მცენარეების შერჩევაში, ვამონტაჟებთ შესაბამის მოწყობილობებს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოფთ მათ სრულ მომსახურებასა და მოვლას. შედეგად, ჩვენი პარტნიორები მთელი წლის განმავლობაში იღებენ ჯანსაღ, ლამაზ და ახალ მცენარეებს ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ჩვენი მიზანია, მცენარეების მოყვანა იყოს მარტივი, საიმედო და სასიამოვნო, რათა ჩვენს გარემოში ბუნების სიხალისე და სიმწვანე შემოვიტანოთ.
გუნდი
გაიცანით დამფუძნებლები
სოფია
თანადამფუძნებელი
სოფია სოფიას ბიზნესის მართვისა და ადმინისტრირების სფეროში 20 წლიანი გამოცდილება აქვს. ამ წლების განმავლობაში მან დააფუძნა არაერთი სტარტაპი, შექმნა და მართა გუნდები და არაერთი იდეა წარმატებულ ბიზნესად აქცია. მისი ყველაზე დიდი მოტივაცია ნულიდან ღირებულების შექმნა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაა. 2022 წლიდან სოფია აქტიურად მუშაობს მცენარეების მოყვანისა და მათი კომერციალიზაციის პროექტებზე. პრაქტიკული გამოცდილების შედეგად მან საფუძვლიანად შეისწავლა მცენარეების ზრდის პროცესები, მათი საჭიროებები და მოვლის პრინციპები. უმუშავია როგორც ერთწლიან, ისე მრავალწლიან კულტურებთან, თუმცა მისი განსაკუთრებული ინტერესი ყოველთვის არომატულ ბალახებსა და საკვებად გამოყენებად ფოთლოვან მცენარეებზე იყო მიმართული. კლიმატის ცვლილებების, ურბანიზაციისა და ცხოვრების თანამედროვე ტემპის პირობებში სოფიას სჯერა, რომ ტექნოლოგიამ ადამიანი ბუნებას უნდა დააახლოოს და არა დააშოროს. სწორედ ამიტომ მიიჩნევს ჰიდროპონიკულ მოყვანის სისტემებს გონივრულ და მდგრად გადაწყვეტად, რომელიც საშუალებას იძლევა, ახალი და ჯანსაღი საკვები თითქმის ნებისმიერ სივრცეში, მინიმალური რესურსების გამოყენებით მოვიყვანოთ. სწორედ ამ ხედვამ შთააგონა იგი SmartGrow-ის შექმნაში მონაწილეობისთვის. მისი მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ადამიანებსა და ბიზნესებს გაუმარტივოს ახალი მცენარეებისა და მწვანილის მოყვანა და ყოველდღიურ გარემოში მეტი ბუნება და სიცოცხლე შეიტანოს.
ანდრო
თანადამფუძნებელი
ანდრო SmartGrow-ის ტექნიკური ძალაა. მას აქვს გამორჩეული უნარი, გადაჭრას თითქმის ნებისმიერი ტექნიკური პრობლემა, იქნება ის მექანიკური, ელექტრული, ციფრული თუ სრულიად ახალი გამოწვევა. მისი პრაქტიკული აზროვნება, კრეატიულობა და საქმისადმი მიდგომა საშუალებას აძლევს, ყოველთვის იპოვოს ეფექტური და საიმედო გამოსავალი. SmartGrow-ში ანდრო პასუხისმგებელია ჰიდროპონიკული სისტემების აწყობაზე, მონტაჟზე, ტექნიკურ გამართულობასა და შემდგომ მომსახურებაზე. მისი მთავარი მიზანია, თითოეული სისტემა მომხმარებლისთვის მარტივი, საიმედო და ხანგრძლივად გამართული იყოს. ანდროს განსაკუთრებულად უყვარს ხელით მუშაობა და ნივთების შექმნა. სწორედ ამიტომ Project39 Pizza-ში დღემდე მთავარი პიცაიოლო თავად არის. მისი აზრით, საუკეთესო შედეგი მიიღწევა მაშინ, როდესაც საქმეში ცოდნას, გამოცდილებასა და გულით შრომას დებ. იქნება ეს ჰიდროპონიკული სისტემის აწყობა თუ ავთენტური ნეაპოლური პიცის მომზადება, ანდრო ყველა საქმეს ერთნაირი პასუხისმგებლობითა და ხარისხისადმი ერთგულებით ეკიდება. სწორედ ეს დამოკიდებულება ხდის მის ნამუშევარს განსაკუთრებულს.
რასაც ჩვენ გვჯერა
ჩვენი პრინციპები
ინოვაცია მიზნისთვის
გვჯერა, რომ ტექნოლოგია ადამიანისა და ბუნების სამსახურში უნდა იყოს. ჩვენი თითოეული გადაწყვეტა აერთიანებს თანამედროვე ინოვაციებსა და მდგრადი მოყვანის პრინციპებს, რათა ახალი საკვები ყველასთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
საიმედოობა და სიმარტივე
ჩვენი მიზანია, მცენარეების მოყვანა იყოს მარტივი. ვთავაზობთ სწორად შერჩეულ სისტემებს, პროფესიონალურ მონტაჟსა და მუდმივ მხარდაჭერას, რათა თქვენ მხოლოდ ჯანსაღი და ლამაზი მცენარეებით ისიამოვნოთ.
ვიზრდებით ერთად
ჩვენთვის თითოეული პროექტი გრძელვადიანი პარტნიორობის დასაწყისია. იქნება ეს ერთი სისტემა თუ მასშტაბური პროექტი, ჩვენი მიზანია, შევქმნათ უფრო მწვანე, ჯანსაღი და შთამაგონებელი გარემო ბიზნესებისა და ადამიანებისთვის.
ჩვენი ქალაქი
თბილისი, ცოტათი უფრო მწვანე და გემრიელი
თბილისში, განსაკუთრებით გვჭირდება მეტი სიმწვანე და ჯანსაღი ცხოვრების წესი. მკაცრი განაშენიანება, რომელიც უკვე მომხდარია ჩვენს ქალაქში, მხოლოდ ბუნებით თუ განეიტრალდება. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შევქმნათ ამ ურბანიზებულ ქალაქში.

მზად ხართ საუბრისთვის?
დაჯავშნეთ შეხვედრა. ჩვენ შევაფასებთ თქვენს სივრცეს და შემოგთავაზებთ შესაბამის სისტემას.
დაჯავშნეთ ვიზიტი