HoReCa და რესტორნები
ახალი მოსავალი. ყოველ სერვისზე. გარანტირებულად.
თქვენ შეგიძლიათ აღარ გადაიხადოთ პრემიუმ თანხები მცენარისთვის, რომელიც სერვისამდე ჭკნება. SmartGrow უზრუნველყოფს თქვენს სამზარეულოში, ყოველდღიურ ცოცხალ მოსავალს და, რაც ყველაზე კომფორტულია - სრულ ტექნიკურ გამართვას. თქვენი გუნდი კერძის მომზადებაზე კონცენტრირდება, მცენარეებზე კი ჩვენ ვიზრუნებთ.
რატომ მუშაობს
რატომ მუშაობს რესტორნებისთვის
ყოველდღიური მოსავალი - ყოველგვარი მოვლის გარეშე
თქვენი მზარეულები ყოველი სერვისის დაწყებამდე პირდაპირ სამზარეულოში კრეფენ მოსავალს. შეკვეთის განთავსება და დისტრიბუცია - საჭირო არაა.
სტაბილური ხარისხი ყოველ კვირა
ჰიდროპონიკურ გარემოში გამოზრდილი მცენარე გვაძლევს საშუალებას ვაკონტროლოთ, მცენარის ჯიში, ზომა, კვება და ა.შ.
კერძის ისტორია, რომელზეც საუბარი ნამდვილად ღირს
"იზრდება ჩვენს სამზარეულოში." ეს ორი სიტყვა ცვლის მენიუს აღწერილობას - და ამართლებს მაღალ ფასს.
ტექნიკური მოვლისგან თვისუფლება (outsource)
ჩვენი ტექნიკოსი აკონტროლებს ყოველ ვიზიტს. თქვენი მზარეული არასდროს ეხება ფილტრს ან საკვებ ნივთიერებებს, არ არეგულირებს გაფუჭებულ სისტემას.
რა გელოდებათ
გულწრფელად - რა არის ეს
SmartGrow Tower თქვენს სამზარეულოში უზრუნველყოფს უნიკალური, ცოცხალი მცენარის გარანტირებულ მოსავალს ყოველდღიურად, მთელი წლის განმავლობაში. დანადგარი აგეხმარებათ სტუმრების განსაკუთრებული გამოცდილების შექმნაში - კერძების და კოქტეილების დეკორირებაში, თუმცა, არ შეგიცვლით საბითუმო შესყიდვებს.
რა გელოდებათ
- ✓200–400 კერძის გაფორმება კვირაში, მთელი წლის განმავლობაში
- ✓განსაკუთრებული გამოცდილება სტუმრებისთვის
- ✓ნული შრომა თქვენი მხრიდან - ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს გამართულ მუშაობას
რას არ გპირდებით
- ✕სალათების და მწვანილების ყიდვის სრულად ჩანაცვლებას
- ✕ბოლქვოვანი ბოსტნეულს, ხილს ან 17 სმ-ზე მაღალ მცენარეს
- ✕კონტრაქტის გარეშე ყოველთვიურ მომსახურებას
რეკომენდებული სისტემა
სწორი SmartGrow-ის სისტემა თქვენი რესტორნისთვის
3-სართულიანი ჰიდროპონიკური სისტემა
SmartGrow Tower
სამ-სართულიანი სისტემა საშუალო ობიექტებისთვის, სადაც სჭირდებათ სტაბილური მოსავლიანობა.
- ზომები
- 65 × 34 × 102 cm
- მცენარეების რაოდენობა
- 48
- სავარაუდო მოსავალი
- ყოველდღიური მოსავლის მოცულობა: მწვანილი, საკვები ყვავილები და მცირე ფოთლიანი მცენარეები
- მომსახურების ტარიფი
- სტანდარტული
შესაფერისია
- საშუალო ზომის რესტორნის სამზარეულოს სტაბილური მოსავლის საჭიროებით
- მრავალოთახიანი ველნეს-სტუდია ან ბუტიკ-სპა
- STEAM-სასწავლო პროგრამა რამდენიმე საკლასო ოთახში
- 15–30 ადამიანის ოფისი
ფასი: მოთხოვნით
ასევე ხელმისაწვდომია
სამუშაო ზედაპირის ჰიდროპონიკური მოდული
SmartGrow Mini
სამუშაო ზედაპირის სისტემა კაფეებისთვის, სტუდიებისა და მცირე გუნდებისთვის.
- ზომები
- 50 × 27 × 34 cm
- მცენარეების რაოდენობა
- 30
- სავარაუდო მოსავალი
- საკმარისი მწვანილი, სალათის ფოთოლი და საკვები ყვავილები ერთი ინტენსიური სამუშაო დღისთვის ან მცირეოდენი ყოველდღიური მოსავლისთვის
- მომსახურების ტარიფი
- საბაზისო
შესაფერისია
- ერთი დამოუკიდებელი კაფე ან კაფე-ბარი
- ინდივიდუალური ველნეს-სპეციალისტი ან ერთ-თერაპევტიანი სტუდია
- საპილოტე ინსტალაცია ერთ საკლასო ოთახში
- მცირე ოფისი (5–15 ადამიანი)
ფასი: მოთხოვნით
5-სართულიანი სისტემა სათესი სართულით
SmartGrow Tower Plus
ხუთ-სართულიანი სისტემა ერთი სათესი სართულით - ობიექტებისთვის, სადაც სჭირდებათ ასორტიმენტი და მოცულობა.
- ზომები
- 77 × 40 × 170 cm
- მცენარეების რაოდენობა
- 72–85
- სავარაუდო მოსავალი
- უწყვეტი მოსავლის ციკლი — 4 სართულის მონაცვლეობა კვირეული მოსავლის აღების, ხარვეზის გარეშე
- მომსახურების ტარიფი
- პრემიუმი
შესაფერისია
- სასტუმრო F&B ოპერაციები მენიუს კონკრეტული პოზიციებით
- სკოლების მრავალ-ობიექტიანი ქსელი ერთიანი სასწავლო პროგრამით
- მსხვილი ოფისი (40–80 თანამშრომელი)
- კაფე-ქსელი სახელობითი მენიუთი ყველა ლოკაციაზე
ფასი: მოთხოვნით
კომერციული ალუმინის ჰიდროპონიკური სისტემა
SmartGrow Pro
ალუმინის კარკასის კომერციული სისტემა ობიექტებისთვის, სადაც სისტემა ბრენდის გამოცდილების ნაწილია.
- ზომები
- 85 × 36 × 180 cm
- მცენარეების რაოდენობა
- 80
- სავარაუდო მოსავალი
- მაღალი მოცულობის უწყვეტი მოსავალი. ალუმინის კარკასი განკუთვნილია ობიექტზე სტაციონარული ინსტალაციისთვის.
- მომსახურების ტარიფი
- კორპორატიული
შესაფერისია
- სასტუმრო ქსელები და მსხვილი რესტორნის ჯგუფები
- კორპორატიული კამპუსი (80+ თანამშრომელი)
- სკოლების ქსელი მრავალ ლოკაციაზე
- პრემიუმ-ველნეს-ლოჯი, სადაც სისტემა სტუმრის ყურადღების ცენტრია
ფასი: მოთხოვნით
მომსახურება თქვენი სამზარეულოსთვის
რას ნიშნავს მომსახურების კონტრაქტი თქვენი გუნდისთვის
სამზარეულოს გუნდი დანადგარის მართვასა და მცენარის მოვლაში მონაწილეობას არ იღებს. ჩვენი მომსახურების კონტრაქტი უზრუნველყოფს SmartGrow-ს ტექნიკოსის ვიზიტს - რომელიც ახორციელებს თესლების შეცვლას, საკვები ნივთიერებების შევსებას, სისტემის შემოწმებას, ნებისმიერი ხარვეზის გამოსწორებას. თქვენს შეფ-მზარეულს ტექნიკური სახელმძღვანელოს გახსნა არასდროს დასჭირდება.
ხშირად დასმული კითხვები
კითხვები HoReCa-ს მყიდველებისგან
ადრეული შედეგები
ჩვენ HoReCa-ს პირველ პარტნიორებთან საპილოტე პროგრამაში ვართ
ჩვენი პირველი ინსტალაციები რესტორნებში ამ სეზონზე ხდება. გამოვაქვეყნებთ რეალური მოსავლის მონაცემებს და შეფ-მზარეულების გამოხმაურებებს. მანამდე - დაჯავშნეთ ვიზიტი, დანადგარის შესაძლებლობებს ადგილზე გაგაცნობთ.
მზად ხართ გასაზრდელად?
ვიპოვოთ სწორი სისტემა თქვენი ბიზნესისთვის
დაჯავშნეთ უფასო ვიზიტი თქვენს სივრცეში, მოითხოვეთ ინდივიდუალური შეთავაზება ან ჩამოტვირთეთ პროდუქტის ბროშურა - გადადგით პირველი ნაბიჯი.